კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში – "პოლიტიკა") წარმოადგენს შპს „ვიქტორია-98“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 253070484) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი საწარმოს ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა სუბიექტების (მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორების და სხვა პირების) პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს, პრინციპებსა და გარანტიებს.
1.2. პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს მაღალ დონეზე მომხმარებელთა და სხვა სუბიექტთა პერსონალური მონაცემების დაცვა, გამჭვირვალობა, მონაცემების დამუშავების პროცესში სამართლებრივი, ტექნიკური და ორგანიზაციული მოთხოვნების დაცვა.
1.3. პოლიტიკის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ მონაცემზე, რომელიც შპს „ვიქტორია-98“-ის  გააჩნია ან შეიძლება ჰქონდეს მომხმარებელთან ან ნებისმიერ მონაცემთა სუბიექტთან კომუნიკაციის ფარგლებში, მათ შორის ვებგვერდების, აპლიკაციების, სერვისების, სასაქონლო მარაგების ან პარტნიორული ურთიერთობების გზით მოპოვებულ ინფორმაციაზე.
1.4. წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს ვიქტორია-98-ის ვებგვერდის, საქონლის გამოყენების პირობების განუყოფელ ნაწილს და მომხმარებლის მიერ მისი მიღება ნიშნავს თანხმობას დოკუმენტში აღწერილი პირობების მიმართ.
1.5. პოლიტიკაში შესაძლებელია დროდადრო შევიდეს ცვლილებები. ახალი რედაქცია გამოქვეყნდება ვებგვერდზე და შევა ძალაში გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს პოლიტიკის განახლებული ვერსია.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
„კანონმდებლობა” - საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და სხვა მარეგულირებელი და ნორმატიული შინაარსის აქტები, რომელიც მოქმედებს საქართველოში;
„პოლიტიკა“ – წინამდებარე კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ვიქტორია-98-ის მიდგომებს მონაცემების დამუშავების პროცესში;
„პერსონალური მონაცემი“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. “პერსონალური მონაცემები” განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
„მონაცემთა სუბიექტი“ – ფიზიკური პირი, რომლის პერსონალურ მონაცემებსაც ამუშავებს ვიქტორია-98;
„დამუშავება“ – პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, მათ შორის შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, გამოყენება, გადაცემა, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება;
„დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და გზებს და ახორციელებს მათ დამუშავებას დამოუკიდებლად ან სხვა პირის მეშვეობით;
„დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“ – ის პირი, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელით ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ხელშეკრულების ან სხვა სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად;
„თანხმობა“ – მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
„მესამე პირი“ – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის არც მონაცემთა სუბიექტი, არც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და არც უფლებამოსილი პირი;
„პირდაპირი მარკეტინგი“ – კომუნიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას პროდუქტის, სერვისის ან შეთავაზების შესახებ პირდაპირი საკომუნიკაციო არხების (ელ. ფოსტა, SMS, სატელეფონო ზარი და სხვ.) საშუალებით;
„Cookies“ – მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებსაიტით სარგებლობისას და უზრუნველყოფს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მარკეტინგულ ფუნქციებს.
„ინფორმირებული თანხმობა“ – თანხმობა, რომელიც ეფუძნება მონაცემთა სუბიექტისთვის წინასწარ მიწოდებულ მკაფიო და სრულყოფილ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე;

მუხლი 3. მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

3.1. შპს „ვიქტორია-98“ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით:
ა) სუბიექტის წინასწარი, ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობით; 
ბ) სუბიექტთან დადებული ხელშეკრულების შესრულების მიზნით; 
გ) კომპანიის კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით; 
დ) ვიქტორია-98-ის ან მესამე პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვისთვის, თუ ეს არ არღვევს სუბიექტის ფუნდამენტურ უფლებებს; 
ე) მონაცემთა საჯარო წყაროებიდან მიღებისას – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.


მუხლი 4. მონაცემთა შეგროვების წყაროები

4.1. შპს „ვიქტორია-98“ აგროვებს მონაცემებს: 
ა) მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციისას; 
ბ) საქონლისა და მომსახურებების შეძენისას; 
გ) კომუნიკაციის სხვადასხვა არხის (ელ-ფოსტა, ტელეფონი, ჩათი) მეშვეობით; 
დ) საჯარო რეესტრებიდან და პლატფორმებიდან; 
ე) პარტნიორი კომპანიებისგან ან მომსახურების მომწოდებლებისგან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით.


მუხლი 5. დამუშავებული მონაცემთა კატეგორიები

5.1. შპს „ვიქტორია-98“ შესაძლოა დაამუშავოს შემდეგი კატეგორიის მონაცემები:
ა) იდენტიფიკაციური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი);
ბ) საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი);
გ) ფინანსური ინფორმაცია (ანგარიშის ნომერი, ბარათის ტიპი);
დ) ტექნოლოგიური მონაცემები (IP მისამართი, cookies, მოწყობილობის ID);
ე) ქცევითი და ანალიტიკური მონაცემები (ნავიგაცია, მომხმარებლის აქტივობები);
ვ) აუდიო/ვიდეო ჩანაწერები (ტელეფონით საუბარი ან კამერით გადაღებული);
ზ) კორესპონდენცია (ჩათები, წერილობითი მიმართვები);
თ) საჯარო წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია;
ი) მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული სხვა ინფორმაცია.


მუხლი 6. მონაცემთა დამუშავების მიზნები

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები მოიცავს:
6.1. სერვისებისა და საქონლის ეფექტურად მიწოდებას – მომხმარებლის მიერ  საქონელზე გაკეთებული შეკვეთების მიღების, დამუშავებისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად, მათ შორის შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლებისა და მომხმარებელთან შესაბამისი კომუნიკაციის მიზნებისთვის;
6.2. მომხმარებელთა კომუნიკაციის მართვას – მომხმარებელთან კავშირის დასამყარებლად, შეტყობინებების, ინფორმაციის, შენიშვნებისა და სხვა სახის მომსახურებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის მიწოდებისთვის, მათ შორის სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პრობლემების გადაჭრის მიზნით;
6.3. მარკეტინგულ აქტივობებს – მომხმარებლის თანხმობით პერსონალიზებული რეკლამების, შეთავაზებების, სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა სარეკლამო არხის მეშვეობით კომუნიკაციის განსახორციელებლად;
6.4. პროდუქტის გაუმჯობესებასა და განვითარებას – მომხმარებელთა ქცევის, უკუკავშირის და სარგებლობის ანალიზის საფუძველზე სერვისების ოპტიმიზაცია და ახალი პროდუქტების შექმნა;
6.5. შიდა ანალიტიკას და ბაზრის კვლევას – სტატისტიკური და ანონიმური მონაცემების საფუძველზე, მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი;
6.6. უსაფრთხოების და თაღლითობის პრევენციას – ჩვენი სერვისების არაკეთილსინდისიერი გამოყენების გამოვლენის, უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგისა და პრევენციისთვის;
6.7. მომხმარებლის მოთხოვნებზე რეაგირებას – მომხმარებლის საჩივრების, კითხვებისა და მოთხოვნების დამუშავებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით;
6.8. კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას – საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის, საგადასახადო, ბუღალტრული, სამომხმარებლო დაცვის და მონაცემთა დაცვის რეგულაციების შესრულებისთვის.


მუხლი 7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება

7.1. შპს „ვიქტორია-98“-ს უფლება ენიჭება დაამუშაოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მიღებულია მომხმარებლის წინასწარი, ნებაყოფლობითი და ინფორმირებული თანხმობა. 
7.2. დამუშავება გულისხმობს მომხმარებლისთვის სარეკლამო, საინფორმაციო ან მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნას.
7.3. პირდაპირი მარკეტინგის მიზნის ფარგლებში დამუშავებული მონაცემების საფუძველზე შპს „ვიქტორია-98“-ს შესაძლებლობა აქვს უზრუნველყოს მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად მორგებული შეთავაზებების მიწოდება. ეს შესაძლოა მოიცავდეს ფასდაკლებებს, სიახლეებს, ახალი პროდუქტებისა და მომსახურების რეკომენდაციებს, რომლებიც მომხმარებლის ინტერესებსა და ქცევით შაბლონებს ეყრდნობა. შეტყობინებები იგზავნება ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების (SMS) ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.
7.4. თანხმობის დაფიქსირება შესაძლებელია მომხმარებლის მიერ შპს „ვიქტორია-98“-ის ვებგვერდზე, აპლიკაციაში ან სარეგისტრაციო ფორმაზე შესაბამისი ველის (“კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის” თანხმობის ღილაკზე დაჭერით) მონიშვნის გზით. 
7.5. მომხმარებლის თანხმობით, შპს „ვიქტორია-98“-ის  უფლება აქვს გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შერჩეულ მესამე პირებს (მათ შორის სარეკლამო სააგენტოებს, მარკეტინგულ პლატფორმებს, მესიჯების გამგზავნ სისტემებს) პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მხოლოდ იმ მოცულობითა და იმ პერიოდში, რაც აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის.
7.6. მომხმარებელს აქვს უფლება უარი განაცხადოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნისთვის მონაცემთა დამუშავებაზე ან გამოიხმოს უკვე გაცემული თანხმობა. უარის დაფიქსირება შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმებისას შესაბამისი მარკეტინგული დანართის ხელმოუწერელი დატოვებით ან სხვა ფორმით არჩევანის გამოხატვით. 
7.7. უკვე გაცემული თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მომხმარებლის მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. მოთხოვნა უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე  garderobemeta@victoria98.com.ge ასეთ შემთხვევაში შპს „ვიქტორია-98“ ვალდებულია შეწყვიტოს მომხმარებლის მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის და შეაჩეროს შესაბამისი კომუნიკაცია.


მუხლი 8. Cookie პოლიტიკა

8.1. აპლიკაციის/ვებსაიტის ფუნქციონირების, გაუმჯობესებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაზრდელად შპს „ვიქტორია-98“ იყენებს „Cookies“-ს და სხვა დამხმარე ტექნოლოგიებს.
8.2. "Cookies"-ის საშუალებით შესაძლებელია შეგროვდეს მონაცემები თქვენი მოწყობილობის, ბრაუზერის ტიპის, ვიზიტების რაოდენობის, ვებსაიტზე გატარებული დროის, გახსნილი გვერდებისა და თქვენი ქცევის შესახებ. 
8.3. გარდა მკაცრად აუცილებელი Cookies-ისა, ვიყენებთ შემდეგი ტიპის Cookies:
ა) ანალიტიკური Cookies – საიტის სტატისტიკისა და გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ფუნქციური Cookies – ვებსაიტის პერსონალიზაციისა და დამატებითი ფუნქციონალობის უზრუნველსაყოფად;
გ) მარკეტინგული Cookies – რეკლამის პერსონალიზაციისა და თარგეტირებისთვის;
დ) სოციალური მედიის Cookies – სოციალური ქსელებთან ურთიერთქმედების გასამარტივებლად.
8.4. “კონფიდენციალობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის” თანხმობის ღილაკზე დაჭერით, მომხმარებელი ადასტურებს ყველა ტიპის Cookies-ის გამოყენებას, მათ შორის:
ა) მომხმარებლის ბრაუზერიდან და IP მისამართიდან ინფორმაციის შეგროვებას;
ბ) მონაცემების გადაცემას მესამე პირებზე – როგორც ტექნიკური, ასევე მარკეტინგული მიზნებისთვის;
გ) Cookies-ის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
8.5. მომხმარებელს jederzeit შეუძლია ცვლილება შეიტანოს Cookies-ის პარამეტრებში, ან გააუქმოს თანხმობა, მეშვეობით "Cookie Preferences" ბმულის, რომელიც ხელმისაწვდომია საიტზე.
8.6. დეტალური ინფორმაცია Cookies-ის კატეგორიების, მათი მოქმედების ვადების და მესამე პირების შესახებ, მოცემულია ჩვენს „Cookie კონფიდენციალურ პოლიტიკაში“.


მუხლი 9. მონაცემთა შენახვის ვადა

9.1. შპს „ვიქტორია-98“ ინახავს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭიროა მონაცემთა დამუშავების მიზნის მიღწევისთვის, ასევე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პერიოდის განმავლობაში. კერძოდ:
9.1.1. გაყიდვებისა და მომსახურების გაწევის პერიოდში – სანამ მომხმარებელი სარგებლობს შპს „ვიქტორია-98“-ის  მომსახურებით და არსებობს საკონტრაქტო ურთიერთობა; 
9.1.2. სერვისის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონმდებლობა ითხოვს მეტ ვადას;
9.1.3. დოკუმენტაციის შენახვა და მონაცემების არქივირება მიმდინარეობს იმ ვადით, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ან ადმინისტრაციული კონტროლის ვადებით (მაგალითად, საგადასახადო ან სამოქალაქო დავების შემთხვევაში); 
9.1.4. ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები განადგურდება უსაფრთხო და არაკომერციული გზით, რომელიც გამორიცხავს მათი აღდგენის შესაძლებლობას.


მუხლი 10. მონაცემთა უსაფრთხოება

10.1. შპს „ვიქტორია-98“ იღებს სათანადო ფიზიკურ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან, ცვლილებისგან ან განადგურებისგან დაცვა. კერძოდ:
• უზრუნველყოფილია სერვერების, სამუშაო სივრცისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფიზიკური დაცვას; 
• მონაცემებზე წვდომა ხორციელდება მხოლოდ ავტორიზებული თანამშრომლების მიერ, შესაბამისი პაროლებისა და იდენტიფიკაციის მექანიზმების მეშვეობით; 
• თანამშრომლები გადიან ინფორმაციული უსაფრთხოების რეგულარულ ტრენინგებს; 
• მოქმედებს სისტემური მონიტორინგი, რისკების შეფასება და ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები; 
• რეგულარულად ტარდება უსაფრთხოების აუდიტი და სისტემების განახლება.


მუხლი 11. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

11.1. მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, მათ შორის მონაცემთა წარმომავლობა, დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი; 
11.2. მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება ან შევსება, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი არაზუსტია ან არასრულია; 
11.3. მოითხოვოს მონაცემების წაშლა, შეწყვეტა ან დაბლოკვა, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ დასრულდა დამუშავების მიზანი ან მონაცემები მუშავდება კანონდარღვევით; 
11.4. ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს მონაცემთა დამუშავებაზე იმ მოცულობით, რაც ემყარება მის ნებაყოფლობით თანხმობას;
11.5. მოითხოვოს მონაცემთა პორტირება – მონაცემების სტრუქტურირებული, ჩვეულებრივად გამოყენებადი ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებელთან გადაცემა; 
11.6. მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში.


მუხლი 12. უფლებების შეზღუდვა

12.1. მონაცემთა სუბიექტის ზემოაღნიშნული უფლებების რეალიზაცია შეიძლება შეიზღუდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლისებში, კერძოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი განხორციელება:
11.1. საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;
11.2. არღვევს სისხლის სამართლის წარმოების ან მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს; 
11.3. ზღუდავს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირების კანონიერ უფლებებს; 
11.4. არღვევს პროფესიული, კომერციული ან სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნებს; 
11.5. ეწინააღმდეგება მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობას ან კანონის მოთხოვნას.
12.2. შეზღუდვა გამოიყენება მხოლოდ მიზნის პროპორციული მოცულობით და მხოლოდ იმ დრომდე, ვიდრე არსებობს კანონით განსაზღვრული საფუძველი.


მუხლი 13. ცვლილებები პოლიტიკაში

13.1. შპს „ვიქტორია-98“ იტოვებს უფლებას, პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკა სამართლებრივი, ტექნოლოგიური ან ადმინისტრაციული ცვლილებების საპასუხოდ. ცვლილებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე და შევა ძალაში მათი გამოქვეყნებისთანავე.
13.2. მომხმარებელს რეკომენდაცია ეძლევა რეგულარულად გაეცნოს პოლიტიკის განახლებებს.


მუხლი 14. კონტაქტი

14.1. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებლის უფლებების განსახორციელებლად ან მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხის გასარკვევად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკონტაქტო საშუალებით: 
ელ-ფოსტა: garderobemeta@victoria98.com.ge

შპს „ვიქტორია-98“ აგრძელებს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის უმაღლესი სტანდარტების დაცვას.